მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის - შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი და ისრაელის ცენტრი 2025 წლის 10 სექტემბერს გამართავენ მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის, შალომ დავიდისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას - ქართულ-ებრაული კულტურის მოამაგე - შალომ დავიდი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 25 ივლისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:
- ებრაელები მსოფლიო ისტორიასა და კულტურაში;
 - ებრაელთა მიგრაცია და იდენტობა;
 - ალია ერეც ისრაელში;
 - ქართველი ებრაელი მწერლები საქართველოსა და ისრაელში;
 - ებრაული ენა და საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
 - ებრაული მატერიალური კულტურის ძეგლები;
 - ბიბლიის თანამედროვე თარგმანები.
 
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.